🔧 სატესტო ვერსია — საიტი სრულად 30 სექტემბრამდე ჩაირთვება
ქართული პროგრამა · RS-თან სრული ინტეგრაცია

მთელი ბიზნესი ერთ ფანჯარაში — სალაროდან ბუღალტერიამდე

FullMarket საცალო ვაჭრობისა და საკონდიტრო წარმოებისთვის შექმნილი აღრიცხვის სისტემაა: გაყიდვები, მარაგები FIFO-თვითღირებულებით, რეცეპტურები, ინვენტარიზაცია, ორმაგი ჩაწერის ბუღალტერია და ზედნადებები — ტელეფონიდანაც.

0ბუღალტრული ინვარიანტი ყოველ გატარებაზე
0ავტომატური შემოწმება ყოველ ვერსიაზე
24/7კაბინეტი ტელეფონში
შესაძლებლობები

ერთი პროგრამა — ცალკეული მოდულების წვალება აღარ გჭირდება

ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული: გაყიდვა ნაშთს აკლებს, ნაშთი თვითღირებულებას ითვლის, ბუღალტერია თავისით ივსება.

🧾

გაყიდვა და სალარო

სწრაფი ჩეკები, გაყოფილი გადახდები, ფასდაკლებები, სალაროს ცვლის კონტროლი.

📦

მარაგები FIFO-თი

ნაშთი ყოველთვის რეალურ თვითღირებულებას აჩვენებს — პარტიების მიხედვით, ობიექტების ჭრილში.

🏭

წარმოება და რეცეპტურები

რეცეპტები, ნახევარფაბრიკატები, წარმოების გეგმა გაყიდვების ისტორიით, შესყიდვის შეკვეთები.

⚖️

ბუღალტერია თავისით

ორმაგი ჩაწერა ავტომატურად: ყოველი ოპერაცია გატარებულია, დებეტი ყოველთვის უდრის კრედიტს.

🇬🇪

RS ინტეგრაცია

ზედნადებები, ს/ფაქტურები და დღგ პირდაპირ პროგრამიდან — ხელით გადაბეჭდვის გარეშე.

📱

კაბინეტი ტელეფონში

დღის ვაჭრობა, ნაშთები, ტოპ-პროდუქტები და განგაშები — ბრაუზერშივე, ნებისმიერი ადგილიდან.

დანერგვა

როგორ დაიწყო

დანერგვას ჩვენ ვაკეთებთ — შენ მუშაობას იწყებ.

1

დაგვიკავშირდი

მოგვიყევი შენი ბიზნესის შესახებ — მაღაზიაა, საკონდიტროა თუ ორივე ერთად.

2

ვაწყობთ შენს ბაზას

პროდუქტები, ობიექტები, მომხმარებლები და RS-წვდომა — ყველაფერს ჩვენ ვამზადებთ.

3

იწყებ მუშაობას

პროგრამა კომპიუტერზე, კაბინეტი ტელეფონზე — პირველივე დღიდან.